AromaStreamer® 1300 - თანამედროვე დიზაინი პროფესულ საარომატიზაციო სისტემასთან ერთად

ეს არის სადემონსტრაციო დისპლეის უახლესი დიზაინი, რომელიც პროფესიულ საარომატიზაციო სისტემა AromaStreamer® 650-თან ერთად ფუნქციონირებს. ცოტაოდენ რამეს თუ შეუძლია ჩაწვდეს ჩვენს წარმოსახვას, მაგრამ გამოსახულებას და სურნელს ნამდვილად შეუძლია ამის გაკეთება. ისინი ემოციას ეძებენ და ყურადღებას იქცევენ. ნათქვამია, რომ ერთი სურათი ათასი სიტყვის ტოლფასია, თუმცა სათანადო სურნელი და შესაბამისი თემა საუკეთესო რეკლამაა.
თანამედროვე LED ეკრანის ფონზე გამოსახულება სრულად განათებულია, ყურადღებას იქცევს და უფრო ღირსეულად წარმოჩინდება. ეკრანის უკანა მხარეს ჩამონტაჟებული AromaStreamer® 650 საარომატიზაციო სისტემა ცივი ნებულიზაციის პრინციპით მუშაობს და თქვენთვის სასურველ თანაბარ ინტენსივობას განაპირობებს. ექსკლუზიური პარფიუმერული კომპოზიციების უწყვეტი მიკრონებულიზაცია უზრუნველყოფს 100 კვ.მ.-მდე ფართის სწრაფ არომატიზაციას. ინტეგრირებული მულტიფუნქციური თაიმერით შესაძლებელია თქვენთვის სასურველი სამუშაო საათების სწრაფი და ადვილი დაპროგრამება. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ არომატის ინტენსივობა დღის განმავლობაში, რაც უზრუნველყოფს სურნელის თქვენთვის სასურველ უნიკალურ ინტენსივობას.
სადემონსტრაციო დისპლეი თქვენ ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული, ამიტომ თავისუფალი ხართ სასურველი ვიზუალური თემის არჩევაში. თქვენი პროსპექტები და ფლაერები შეგიძლიათ განათავსოთ A4 ზომის მოხერხებულად განლაგებულ ჯიბეებში. გააკეთეთ რეკლამა AromaStreamer® 1300 არომატული დისპლეის საშუალებით და აღაფრთოვანეთ თქვენი მომხმარებლები და ვიზიტორები reimarom®-ის ფანტასტიური არომატებით. მიენდეთ ჩვენ ინსპირაციას, მოხარული ვართ გირჩიოთ.
დისპლეი
დიზაინი/თემა:
თქვენი მოთხოვნების შესაბამისად (თემები თქვენი არჩევით), ზომა: A1
მასალა: ალუმინის კორპუსი და ძირი, აკრილის მინის ეკრანი
დისპლეის ზომები:
სიმაღლე: 1925 მმ, სიგრძე: 635 მმ, სიგანე: 370 მმ
წონა: 22.5 კგ
ტექნიკური მონაცემები:
ადაპტერი 220 V / 12 V, 45 W
არომატიზაციის აპარატი
REIMAROM® AromaStreamer® 650
- ციფრული დისპლეი და საათი-ტაიმერი
- სურნელის ინტენსივობის მარტივი რეგულირება
- კარტრიჯების სწრაფი და ადვილი ცვლა
- კარტრიჯის მოცულობა: 150 მლ
ფართის ზომა:
100 კვ.მ. ან 300 კუბ.მ.-მდე (ჭერის სიმაღლე - 3 მ.)
ტექნიკური მონაცემები:
ადაპტერი: 220V / 12V, 10W