პროგრამები

ჩვენი სურნელებისა და აპარატურის გამოყენების სფერო უსაზღვროა. აქ ჩვენ გვსურს წარმოგიდგინოთ შესარჩევ ნიმუშთა მრავალსახეობა:

ბიზნესი

ბანკები და სადაზღვევო კომპანიები

ბანკებთან ურთიერთობას ყოველთვის აქვს გარკვეული, თუნდაც შეუმჩნეველი ბარიერი, რომელიც მათი ფინანსური კონტექსტიდან მომდინარეობს.  დღეს ბანკი  ცდილობს კლიენტებთან მივიდეს უფრო ახლოს,  გახდეს მისთვის სანდო და საიმედო პარტნიორი.

იმისათვის, რომ ბანკებმა თავიანთ კლიენტებში ასეთი მიშვნელოვანი განწყობები ასტიმულირონ, სიტყვიერ დაპირებებთან ერთად ემოციური დაპირებებიც უნდა შექმნან.

სურნელი სწორედ იმ შინაარსის ემოციური  გამომხატველი შეიძლება გახდეს, რისი თქმაც, ახსნაც და  გადაცემაც სურს ბანკს თავისი კლიენტებისათვის.

ჩვენ შეგირჩევთ ან შეგიქმნით ისეთ არომატებს, რომლებიც თქვენს ძირითად დაპირებას გადმოსცემენ - იქნება ეს  სანდოობა, უკეთესი მომავალი, მეგობრული მხადაჭერა თუ სხვა.

 

ოფისები

ვის არ სმენია შუადღის დაღილობის შესახებ? მოტივაცია ეცემა და ფინჯანი ყავა მის აღსადგენად ყოველთვის საკმარისი არ არის. როგორც მრავალი კვლევა ადასტურებს, ოთახის ჰაერი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თანამშრომლების განწყობასა და შრომისუნარიანობაზე. ოფისში სწორად შერჩეული სურნელოვანი კომპოზიცია  სრულყოფს სამუშაო გარემოს, მნიშვნელოვნად ამაღლებს შრომის ნაყოფიერებას და ამცირებს სტრესს დღის განმავლობაში. სწორად შერჩეული სურნელით თქვენი თანამშრომლები თავს უფრო მოტივირებულად და ბედნიერად იგრძნობენ,  შესაბამისად, გაუმჯობესდება მათი შრომის ნაყოფიერება და კმაყოფილების ხარისხი.

 

საკნფერენციო დარბაზები

რამდენად შველის თქვენს დაღლილობას შესვენების გამოცხადება და ყავაზე მიპატიჟება? ჟანგბადისა და მაცოცხლებელი ელემენტებისგან დაცლილი, ვენტილაციით გაწმენდილი ჰაერი ნეგატიურად მოქმედებს თქვენს სამუშაო შედეგებსა და განწყობაზე. რა გააუმჯობესებს ამ გარემოს? სწორად შერჩეული არომატები ამ კითხვის სწორი პასუხია - სურნელი, რომელიც გაანეიტრალებს დამძიმებულ სივრცეს და შესძენს მას სიჯანსაღისა და სუფთა ჰაერის ბუნებრივ კომპონენტებს.

 

მომსახურების სფერო

სილამაზის სალონები

სილამაზის სალონებში მომხმარებლებს ხშირად უწევთ მოცდა და დრო ჟურნალ-გაზეთების კითხვასა და ფინჯანი ყავის სმაში გაყავთ.  სალონს ყველა მათგანი  იმ იმედით სტუმრობს, რომ თქვენგან  განსაკუთრებულად მოვლილი და თავის თავში  დაჯერებული გავა.  წარმოიდგინეთ, რამდენად მასტიმულირებელი შეიძლება გახდეს  თქვენთან სტუმრობის პროცესი,   თუ  თქვენს სივრცეს ძვირფასი  არომატების სწორად შერჩეულ სურნელებას  შესძენთ?   თქვენი კლიენტების თვითშეფასება ათასჯერ გაიზრდება, ბედნიერი იქნებით თქვენც და ისინიც.

 

ტურისტული სააგენტოები

ტურისტული სააგენტოსათვის არომა მარკეტინგი ნამდვილი აღმოჩენაა. ადამიანები ხშირად სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობას სურნელებით, არომატებითა და გემოთი იხსენებენ. ყველა ქვეყანას თავისი უნიკალური გემო და სუნი აქვს, დასვენების სეზონს კი თავისი განუმეორებელი სურნელი, რომელიც ზღვის, მთის, მზის, ტყის, ციტრუსებისა და სხვა პოზიტიური კომპონენტების სინთეზს მოიცავს. რატომ არ უნდა მოიზიდოთ და განაწყოთ მოგზაურობისათვის მომხმარებელი, როცა ეს ჩვენი დახმარებით ძალიან მარტივია?

 

საოჯახო აღჭურვილობა და ავეჯი

სანტექნიკისა და სააბაზანო აქსესუარების მაღაზიები

არქიტექტორებმა, ინტერიორის დიზაინერებმა და ხელოსნებმა თქვენს მაღაზიაში შესანიშნავი სამუშაო შეასრულეს. მათ არა მარტო დააგეს თანამედროვე და ყველაზე მოდური ფილები, განალაგეს აბაზანის მიმზიდველი აქსესუარები სწორად შერჩეული განათების ქვეშ, არამედ შექმნეს კარგი გუნებაგანწყობის ოაზისი თქვენს მაღაზიაში. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ასპეტი კვლავ აკლია აქაურობას - სურნელოვანი ლოსიონის მსგავსი არომატი მოიტანს „ჩემი აბაზანის“ შეგრძნებას, რაც გაზრდის პრივატულობის განცდას და დაყოვნების დროს თქვენს მაღაზიაში, თანამშრომლებს კი მეტი დრო დარჩებათ, რათა სრულად წარუდგინონ მომხმარებელს თქვენი შეთავაზებები.

 

სასმზარეულო ავეჯის მაღაზიები

სამზარეულო და სურნელი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვერ იარსებებენ. ამიტომ ავეჯი, რომელიც ამ განსაკუთრებულ ადგილას განთავსდება, საინტერესო და  მიმზიდველი უნდა იყოს მყიდველისთვის. ამ ავეჯთან შეჩერებისას დიასახლისს გემრიელი ყავის მოდუღება, მეგობართან ერთად კომფორტულად ჩამოჯდომა და საუბარი უნდა მოუნდეს.  ამიტომაც თქვენს მაღაზიებში ჩვენ „არომატული კუნძულების“ შექმნას გირჩევთ. სხვადასხვა სურნელი თქვენს მომხმარებელს სხვადასხვა პოზიტიურ განწყობას შეუქმნის: ხილით დეკორირებულ სამზარეულო ავეჯთან მანდარინისა და გრეიფრუტის სურნელის შეხამება მომხმარებელს სააგარაკო განწყობას შესძენს. ყავისა და ნამცხვრის სურნელი მეგობრების მოწვევის  სურვილს გაუჩენს, თივა და მასში შერეული სხვადასხვა არომატები ბავშვობაში ამოგზაურებს.  ის დიდხანს დარჩება თქვენთან და თუ არჩევანს გააკეთებს, მაშინ ეს არჩევანი მაღალი ალბათობით თქვენს სასარგებლოდ იქნება გადაწყვეტილი.

 

ავეჯის სახლები და სალონები

თქვენი სალონის სასიამოვნო სურნელი გააუჯობესებს გარემოს და გაზრდის თქვენი პოტენციური მომხმარებლების ყიდვის ინტერესს. შექმენით "არომატული კუნძულები" სხვადასხვა სურნელით, რათა მაგალითად, მეტი ყურადღება მიექცეს მოდური ავეჯის სექციაში გამოფენილ სხვადასხვა პროდუქტს. გააძლიერეთ ტყავის არსებული სურნელი სექციაში, სადაც ტყავის ან ქსოვილის ძვირფასი სავარძლები და სამეულები იყიდება. მეტიც, თქვენ შეგიძლიათ აღმოფხვრათ წარმოების პროცესთან დაკავშირებული დამახასიათებელი უსიამოვნო სუნი (წებოები, გამხსნელები და სხვ.), რომელიც თან ახლავ ახალ ავეჯს. მოზარდების ავეჯის სექციაში ხალასი და ენერგიული სურნელი თინეიჯერებს მეტხანს დასარჩენად მიიზიდავს. თქვენს შოურუმში გამოყენებული პროფესიული სურნელებით თქვენი მაღაზია ასოცირებული იქნება ბევრად უფრო მეტ დადებითთან, მომხმარებლები მეტ ხანს დაყოვნდებიან და მეტი დრო ექნებათ, რათა თქვენი შემოთავაზებული მეტი პროდუქტი დაათვალიერონ.  ამის გამო თქვენი ბრუნვა დანამდვილებით გაიზრდება.

 

გასტრონომია და გართობა-დასვენება

ფიტნეს-სტუდიები და სპორტული დარბაზები

სულ მცირე ძალისხმევით თქვენ შეგიძლიათ განსხვავებული გახდეთ.  სავარჯიშო ზონაში, სადაც მეტალის დიდი დანაგდარებია განთავსებული, ხალასი და მამოტივირებელი სურნელი საუკეთესო სავარჯიშო ატმოსფეროს შექმნის, გასახდელების მძიმე სუნს კი ეფექტურად გააქრობს ჩვენი ორკომპონენტიანი აეროზოლები.ამ აპარატების განახლებადი არომატები შეიცავს სუნის სპეციალურად ინტეგრირებულ აბსორბერებს, რომლებიც წამების განმავლობაში ანეიტრალებენ ოფლისა და მსგავს სუნებს. ეს მარტივი მოწყობილებები უზრუნველყოფს სასიამოვნო სურნელს საშხაპეებში, გასახდელებში და თქვენი სტუდიის სხვა ადგილებში.

თუ თქვენ თქვენს შეთავაზებას - საუკეთესო ფასსა და სრულყოფილ აღჭურვილობას ისეთ დახვეწილ კომპონენტს დაუმატებთ, როგორიც სურნელია, თქვენი კლიენტები თავს განსაკუთრებით კარგად იგრძნობენ და სხვებსაც ურჩევენ აქ სიარულს.

 

რესტორნები

პირველი შთაბეჭდილება ყველაფერია. რესტორანში შესვლისას სწორედ ის წყვეტს,  დავრჩებით აქ თუ არა, გავატარებთ თუ არა სასიამოვნოდ იმ ცოტაოდენ დროს, რომელიც ჩვენთვის და ჩვენი სასურველი ადამიანებისათვის გამოვნახეთ.  ამ პირველ შთაბეჭდილებას რესტორნის ინტერიერსა და მომსახურე პერსონალთან ერთად სურნელი ქმნის. სწორედ ის მოდის პირველად თქვენთან შესახვედრად, თავისი სასიამოვნო და მრავალფეროვანი ტონებით. ამიტომ, თუ გსურთ იყოთ დახვეწილი,  ღირსეული მასპინძელი, გაავსეთ და გაამდიდრეთ თქვენი სივრცე სურნელოვანი შთაბეჭდილებებით, მოგონებებით, ოცნებით.

სხვადასხვა დღესასწაულები სხვადასხვა იდეების მატარებლები არიან. თქვენს სივრცეებში საქორწილო წვეულებებს შეგიძლიათ მისცეთ ვარდის ნაზი სურნელი, ახალი წლის დღეები კი აავსოთ ქართულ-ევროპული სამზარეულოს სურნელოვანი არომატებით.

ჩვენ გირჩევთ, როგორ შექმნთ უფრო მეტი შთაბეჭდილება, როგორ აგრძნობინოთ ადამიანებს მეტი სიამოვნება და დაუტოვოთ მათ ბედნიერი მოგონებები.

 

სასტუმროები

რისთვის იყენებენ ადამიანები სასტუმროებს? აქ მათ სჭირდებათ ღამის გატარება, მეორე დღისათვის მომხადება, ან სულაც დასასვენებლად  გაჩერება. სრული კომფორტი, რომელიც დეტალებში აისახება,  არის სასტუმროს მენეჯმენტის მუდმივი ზრუნვის საგანი. კეთილსურნელოვანი ფოიე, სართულები და ნომერბი შეავსებენ თქვენი კომფორტის დეტალებს. სეციალურად თქვენთვის შექმნილი ან ჩვენი კოლექციიდან შერჩეული არომატები თქვენს სივრცეს ექსკლუზიურობასა და განუმეორებლობის განცდას შემატებს. იმას, თუ როგორ სურნელს  გამოვიყენებთ, სასტუმროს ადგილმდებარეობა, ხასიათი, კონცეფცია და ვიზუალური სტილი განსაზღვრავს. გრძელ და უფანჯრო დერეფნებში სხვადასხვა სართულებზე სხვადასხვა სურნელს იყენებენ. ეს ახალისებს და ანეიტრალებს იმ გარკვეულ ერთფეროვნებას, რომელიც სასტუმროს სხვადასხვა სართულზე შეიძლება შეგვხვდეს.

 

საცურაო აუზები

მიუხედავად იმისა, რა ამინდია გარეთ - წვიმს, ქარია თუ ცივა, საცურაო აუზმა ყოველთვის თბილი და განსაკუთრებული კლიმატი უნდა შექმნას.

ამ გარემოს შექმნაში სურნელს  გადამწყვეტი ადგილი უჭირავს. სწორად შერჩეული არომატი, რომელიც თქვენი განწყობების პირველი მოტივატორია, თქვენს კლიენტებს  „არდადეგების“, „დასვენების“ ბუნებრივ შეგრძნებებს შეუქმნის და თავს ბედნიერ ადამიანებად აგრძნობინებს.

რა შეიძლება იყოს ამაზე მეტი?

 

მედიცინა და ჯანმრთელობა

ხანდაზმულთა სახლები

ხანდაზმულთა სახლების სუნი არ არის სასუკეთესო, რაც  ოდესმე გიგრძვნიათ,  ამიტომ ამ უსიამოვნო დეტალის განეიტრალება და სისუფთავის, სიჯანსაღის სურნელი თქვენი საქმიანობის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

სართულებზე, ოთახებში, თავშეყრის ადგლებსა და  საცხოვრებელი ზონებში, სანიტარულ წერტილებში განთავსებული სურნელები  მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეზიდენტების, მომსახურე პერსონალისა და ვიზიტორების თვითშეგრძნებას. ჩვენი მცირე ზომის, ელემენტებზე მომუშავე აპარატები უზრუნველყოფს ჰაერის უწყვეტ გაუმჯობესებას. ჩვენი სურნელების უმრავლესობა შეიცავს აბსორბერს, რომელიც სრულად აღმოფხვრავს უსიამოვნო სუნს. თქვენი ხანდაზმული რეზიდენტები, მათი ნათესავები და ოჯახის წევრები დააფასებენ გაუმჯობესებულ გარემოს. იქ, სადაც სასიამოვნო სურნელია, ადამიანები თავს უკეთ გრძნობენ და თქვენი საცხოვრებელიც გაცილებით უკეთ გამოიყურება.

 

აფთიაქები

კონკურენცია დღითიდღე მატულობს. თქვენს აფთიაქში დღეს წამლებთან ერთად სხვა მრავალფეროვანი პროდუქციაც იყიდება. თქვენი მომხმარებელიც განსხვავებულია. ზოგი ექიმის პაციენტია - დათრგუნული, გაციებული შემოდის, სხვას მხოლოდ გამაჯანსაღებელი და სილამაზის მასტიმულირებელი პროდუქცია სჭირდება. რა გააერთიანებდა ამ ადამიანებს? სურნელი - ჯანსაღი, სუფთა, საინტერესო აქცენტებით დატვირთული  სურნელი, რომელიც მათ სიამოვნების გრძნობას განაცდევინებს.

 

საავადმყოფოები და კლინიკები

ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს და თავის რიგს ელის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სუფთა ჰაერის შეგრძნებასა და პოზიტიური განწყობის სტიმულირებას.

სურნელი, რომელიც ადამიანში რელაქსაციისა და სიმშვიდის  განცდას იწვევს, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მომლოდინე პაციენტების თვითშეგრძნებას, რიგში მოთმინების უნარს და ანეიტრალებს ექიმის კაბინეტში შესვლის შიშს.

 

სტომატოლოგიური კლინიკები

სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი აუცილებლობაა. ბოლო წლებში სტომატოლოგიურ პრაქტიკასა და ტექნოლოგიებში ბევრი პოზიტიური ცვლილება განხორციელდა და ბევრი რამ დაიხვეწა,  მაგრამ ჩვენი გამოცდილება პირველ შთაბეჭდილებასთან არის ასოცირებული! არა მხოლოდ დენტალური ფობიით შეპყრობილ პაციენტებს გააჩნიათ ანტიპათია ევგენოლისა და სხვა სამედიცინო სუბსტანციების მიმართ. არომატების გამოყენებით შესაძლებელია კლინიკაში მოსული პაციენტების ფარული შიშების შემცირება.

შიშის შემცირება ის მისიაა, რასაც სურნელები სტომატოლოგიურ კლინიკებში ატარებენ. ბოლო წლებში სტომატოლოგიურ პრაქტიკასა და ტექნოლოგებში ბევრი პოზიტიური ცვლილება განხორციელდა, მაგრამ ადამიანება მაინც ვერ დაძლიეს ამ მოსახურებასთან დაკავშირებული შიშები.

სპეციალურად სამედიცინო დაწესებულებების მოსაცდელებისათვის ჩვენ შევქმენით არომატი "სიმშვიდე" ("Patience").  ეს სურნელი არა მხოლოდ უხსნის პაციენტებს შიშის შეგრძნებას, არამედ აყალიბებს სანდო და ამტან გარემოსაც. ამასთან ერთად ეს არომატი პაციენტებს მშვიდ და დადებით განწყობას უქმნის.

 

ფიზიოთერაპია და მასაჟი

სასიამოვნო გარემო ყოველთვის დიდ როლს თამაშობს თქვენი ბიზნესის წარმატებაში. თქვენ ყოველთვის ცდილობთ შეარჩიოთ საუკეთესო დიზაინი და განათება იმისთვის, რომ აქ მოსულმა ადამიანმა თავი მშვიდად და რელაქსირებულად იგრძნოს. ჩვენი  სწორად შერჩეული სურნელები შეუცვლელ გავლენას მოახდენენ თქვენი პაციენტების გუნება-განწყობასა და გაწეული მომსახურების მიმართ მათ კმაყოფილებაზე.

განათავსეთ სურნელი შესასვლელსა და მოსაცდელში, ის შეავსებს თქვენს სივრცეს, გააჯანსაღებს და გაასურნელოვნებს მას.

 

გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრები

გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრების ყველაზე მნიშვნელოვანი ზრუნვის საგანი თითოეული სტუმრისათვის კომფორტისა და სასიამოვნო შეგრძნებების შექმნაა. ყოველდღიური სტრესის მოხსნა, სასიამოვნო მასაჟის ქვეშ რელაქსაცია, სიმშვიდის, ბედნიერების, სიმსუბუქის შეგრძნებები არის ის, რასაც თქვენი ბიზნესი ყოველდღიურად ყიდის. ჩვენი სურნელი დაგეხმარებათ, რომ თქვენმა კლიენტმა სრული სისავსით შეიგრძნოს თქვენთან გატარებული თითოეული წამი, მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება და კმაყოფილი კვლავ დაბრუნდეს უკან თქვენს მომსახურების ცენტრში.

 

ვაჭრობის (სამოხმარებლო) სფერო

ავტომანქანების დილერები

თქვენს შოურუმებში სწორად შერჩეული სურნელი ქმნის უნიკალურ ატმოსფეროს კლიენტებისათვის და მნიშვნელოვნად ზრდის ნდობას თქვენი კომპანიის მიმართ.  ტყავის კლასიკური და ექსკლუზიური არომატები, რომლითაც რეზინისა და საბურავების სუნი ნაცვლდება, ხაზს უსვამს გასაყიდი, ლუქს კლასის მანქანების ელეგანტურობას. სხვადასხვა სუნი სხვადასხვა განწყობას იწვევს. მაგალითდ, ახლად მოჭრილი ბალახის სურნელმა შესაძლოა კაბრიოლეტის ყიდვის სურვილი გააღვივოს. არომატების ეფექტური გამოყენება პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს როგორც თქვენი ბრენდის იმიჯსა და რეპუტაციაზე, ისე იმ შედეგზე, რომელიიც წინასწარ გაქვთ დაგეგმილი.

 

ელექტრონიკის მაღაზიები

თქვენს მაღაზიებში მოსვლასა და სასურველი ნივთის შეძენაზე ადამიანები დიდხანს ფიქრობენ.  ტექნიკის შეძენა  რთული პროცესია და ახლობლების რეკომენდაციას ითვალისწინებს. შექმენით განსაკუთრებული გარემო თქვენთან: შეავსეთ სარეცხის მანქანისა და საშრობების სექცია ახლად გარეცხილი თეთრეულის არომატით. დაატრიალეთ  ყავის სურნელი ყავის აპარატურისა და სამზარეულოს სექციაში, CD-DVD -სა და  ტექნიკის სექციებში ჰარმონიული სურნელი გაუშვით და თქვენ გახდებით ყველაზე რეკომენდირებული, ყველაზე სასურველი ბრენდი, სადაც მომხმარებლები სიამოვნებით დაყოვნდებიან, გაესაუბრებიან თქვენს კონსულტანტებს, შეიძენენ პროდუქციას და სხვასაც ურჩევენ თქვენი სერვისისა და ბრენდების გამოყენებას.

 

ძვირფასეულობა

ძვირფასი სამკაულისა და საათების მაღაზებში სრულყოფილი განათება მნიშვნელოვანია. სინათლის ათასფრად გარდატეხილი სხივი გასაოცრად ციმციმებს ძვირფასი სამკაულების თვლებში და ირეკლება მაღალი კლასის საათების ოქროსფერ ბრწყინვალებაში. მაგრამ თქვენ უფრო მეტად შეგიძლიათ სრულყოთ თქვენი ბიზნესის განსაკუთრებული მოხდენილობა. როგორ? ექსკლუზიური არომატებით! ამით თქვენი მაღაზიების ბრწყინვალებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შრტიხი - სურნელი დაემატება.

 

ტანსაცმლის ბუტიკები

მოდა და სურნელი მჭირდოდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. ცნობილი დიზაინერები -ჰუგო ბოსი, კალვინ კლაინი, კარლ ლაგერფილდი, იუპი, ჯილ სანდერი საკუთარ სუნამოებს ქმნიან. სურნელი მოდის ისეთივე ატრიბუტია, როგორც ნამცხვარზე მოსხმული ნაყინი. მოდური ტანსაცმლის მაღაზიებსა და ბუტიკებში სასიამოვნო სურნელი ისევე აუცილებელია, როგორც გარემოს მიმზიდველი დიზაინი, განათება ან სასიამოვნო მუსიკა. მამაკაცის, საბავშვო ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, თეთრეულის სექციებში განსაკუთრებული არომატებით განსაკუთრებული სურნელოვანი კუნძულების შექმნა შეიძლება, რაც დადებითად იმოქმედებს მომხმარებლის განწყობაზე, გაზრდის მისი დაყოვნების დროს თქვენს მაღაზიაში, ყიდვის პროცესს დაუკავშირებს სასიამოვნო შეგრძნებას და მომავალში აუცილებლად დააბრუნებს თქვენთან.  

კიდევ ერთი შესაძლებლობაა ისეთი არომატების გამოყენება, რომლებიც კარს მოდგარ სეზონს წარმოგვიდგენენ. მაგალითად, ზამთრის მიწურულს გაზაფხულის ყვავილების ნაზი სურნელით შეგვიძლია გაზაფხულ-ზაფხულის მრავალფეროვანი კოლექცია წარმოვადგინოთ. თქვენი მომხმარებლები დროებით დაივიწყებენ ზამთრის სუსხს და მათ გუნება-განწყობა გაუმჯობესდება. ისინი თავს უფრო კომფორტულად იგრძნობენ და მაღაზიაში იმაზე მეტ ხანს დაყოვნდებიან, ვიდრე აპირებდნენ. თუ თქვენი მომხმარებელი უფრო მშვიდ და კარგ განწყობაზე იქნება, მისი ყიდვის სურვილი და შესაბამისად - თქვენი ბრუნვაც გაიზრდება.

 

ოპტიკის მაღაზიები

სათვალეების კოლექციები თქვენი მომხმარებლის მუდმივ ინტერესს იწვევს. მოდის  აყოლა, ახალი ტრენდების  ძიება - ეს ისაა, რასაც მომხმარებელი სათავლის არჩევისას ითავლისიწინებს.  ეს პროცესი მარტივი არ არის და მომხმარებლისაგან დაყოვნებას, მრავალი სათვალის მოსინჯვას მოითხოვს. თქვენს სივრცეში მომხმარებელს განსაკუთრებით სჭირდება სიმშვიდისა და თავდაჯერებულობის შეგრძნებები. თქვენ შეგიძლიათ ეს მათ არა სიტყვიერი რეკომენდაციებით,  არამედ გაცილებით ეფექტური გზით - სურნელების გავლენით შესთავაზოთ.გამოიყენეთ  სურნელოვნება და იგრძენით შეთავაზების უპირატესობა.

 

სპორტული საქონლის მაღაზიები

სპორტული მაღაზიების უმრავლესობა ერთმანეთს ჰგავს დიზაინით, პროდუქტის განლაგებით, შემოთავაზებული ბრენდებითა და ასორტიმენტით. ასეთ დროს რთულია მოიპოვო  განსხვავება.   ჩვენ გთავაზობთ  პრროფესიონალური არომატების გამოყენებას „სურნელოვანი კუნძულების“ პრინციპით. წარმოიდგინეთ: მომხმარბელი თქვენს მაღაზიაში შემოსვლისთანავე შეიგრძნობს სპორტულ ენერგიასა და ტონუსს.

საცურაო კოსტიუმებისა და ააქსესუარების სექციაში მზის ლოსიონის სასიამოვნო სურნელი გასული ზაფხულის მოგონებებს აღძრავს. საგარეო ტანსაცმლის, სამთო ტურიზმისა და ლაშქრობების სექციაში მთის საძოვრების შესანიშნავი არომატი დგასა. ხალასი და ენერგიული სურნელი თქვენს მომხმარებელს ფიზიკური დატვირთვისა და სავარჯიშო აღჭურვილობის შეძენის სურვილს აღუძრავს. ფეხბურთის ფორმების, კეპებისა და ბუცების სექციას ახლად მოთიბული ბალახის სურნელი ჭირდება, რათა მომხმარებლებმა თავი სტადიონის მინდორზე იგრძნონ. ტყავის სურნელი ბურთების სექციაში ასორტიმენტს ექსკლუზიურს გახდის. ენერგეტიკული სასმელების დახლთან ეთერზეთების სურნელი სიჯანსაღის შეგრძნებას გააძლიერებს!

თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს ის ფაქტიც, რომ ჩვენი არომატების უმრავლესობა უსიამოვნო სუნის აბსორბერს შეიცავს. ის შთანთქავს ადამიანების ტანისა და განსაკუთრებით, ტანსახმლის სუნს. აბსორბერი კი არ ნიღბავს ცუდ სუნს სხვა სურნელით, არამედ მთლიანდ აღმოფხვრის მას.

 

ჰიპერ და სუპერმარკეტები

შოპინგი არა მხოლოდ პროდუქციის შეთავაზება, არამედ ყიდვის გამოცდილებაც უნდა იყოს. დღეს საჭირო ადგილას საჭირო სურნელის შეთვაზება მარკეტინგის ისეთივე შემადგენელი ნაწილია, როგორც პროდუქციის ასორტინენტი, მეგობრული კონსულტანტები, სასიამოვნო  განათება და მიზნობრივი მუსიკა. მომხმარებელმა მაღაზიაში თავი კარგად უნდა იგრძნოს, რომ მეტხანს დარჩეს და მეტი პროდუქტი შეიძინოს.

ჰიპერ და სუპერმარკეტებში ადაიანები არამარტო შოპინგისთვის, არამედ თერაპიისთვისაც დადიან. ამ პროცესში სურნელებისა და არომატების ეფექტური ჩარევა გააძლიერებს მომხმარებლის კმაყოფილების შეგრძნებას და შოპინგ-თერაპიის შედეგად მას ბედნიერს გახდის.  მაღაზიის სხვადასხვა არომატიზირებული წერტილი პროდუქტის შეძენისაკენ გვიბიძგებს და სიამოვნებას გვანიჭებს.

 

გაზგასამართი სადგური

თქვენ, როგორც გაზგასამართი სადგურის მეპატრონეს, რა თქმა უნდა გსურთ, რომ მომხმარებელმა არა მარტო საწვავის ღირებულება გადაიხადოს, არმედ თავი კომფორტულად იგრძნოს და შესაძლოა, დაგეგმილზე მეტ ხანს დაყოვნდეს. ეს ადვილად მისაღწევია ჩვენი პროფესიონალური აირ-დისპენსერებისა და არომატების საშუალებით.

თქვენმა მომხმარებელმა შეივსო საწვავი და სურს სადგურში შესვლა და ღირებულების გადახდა. სადგურის შესასვლელში მას შეეგებება ყავის ან კაპუჩინოს მიმზიდველი არომატი. "ჭიქა ყავა არის ის, რაც მე ახლა მჭირდება ...". ეს არის ჩვეულებრივი რეაქცია მრავალ მსგავს შორის: ",,, ასევე ბაგეტი, გაზეთი და ცოტაოდენი ტკბილეული ბავშვებისათვის".

ყავის არომატის გარეშე თქვენი მომხმარებელი მხოლოდ საწვავის ღირებულებას გადაიხდის. ყველამ იცის, რომ ყავის აპარაატს სუნი არა აქვს. ყავის არომატი დგება, როდესაც აპარატი ყავას ასხამს და ისიც სწრაფად გადის! ჩვენი აირ-დისპენსერები უწყვეტად მუშაობს, და თქვენ შეძლებთ, მადისაღმძვრელი სურნელით მიიზიდოთ მომხმარებელი დღე-ღამის განმავლობაში! გამოიყენეთ შანსი!

 

კონტაქტი
 
Datenschutz
 
Verarbeitung zugestimmt

* Please fill in required fields

Thank you for your inquiry.